პროგრამის სახელწოდება: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰიდროლოგიის მაგისტრი.
სწავლების ენა: ქართული.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ცალკეული რეგიონებისა და მდინარეთა აუზების წყლის რესურსების შეფასებას, ეცოდინება მათი ინტეგრირებული მართვის ფუნდამენტური საკითხები, ჩაატარებს ჰიდროლოგიურ მონაცემთა ანალიზს, წყალსამეურნეო გაანგარიშებებს და კონკრეტულ წყალსამეურნეო ამოცანის შესაბამისად დაამუშავებს მათ. შეისწავლის ჰიდროსტიქიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარების და ზემოქმედების, შედეგების შერბილების მექანიზმებს და განახორ-ციელებს ჰიდროლოგიურ მონიტორინგს. შეძლებს წყალსარგებლობისა და წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგების პროგნოზირებასა და ანალიზის, ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და პრევენციის გზების დასახვას.
ბაკალავრის ხარისხი შემდეგ მიმართულებებში: მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, ინფორმატიკა); აგრარული მეცნიერებანი (აგრონომია, სატყეო საქმე და სატყეო მეცნიერება), ინჟინერია (კომპიუტინგი/ინფორმატიკა, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება, სამთო და გეოინჟინერია, აგროინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა); სოციალური მეცნიერებანი (საზოგადოებრივი გეოგრაფია); მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, ტურიზმი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სპეციალობაში;
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს ცალკეული რეგიონებისა და მდინარეთა აუზების წყლის რესურსების შეფასების, ჰიდროლოგიურ მონაცემთა დამუშავების და კონკრეტული წყალსამეურნეო ამოცანის შესაბამისად ჩამონადენის სხვადასხვა მახასიათებლების გაანგარიშების უნარი. შეუძლია ჰიდროსტიქიური მოვლენების წარმოქმნის, განვითარების და ზემოქმედების, შედეგების შერბილების მექანიზმების განსაზღვრა და რისკების შეფასებისა და პრევენციის გზების დასახვა. ამასთანავე სხვადასხვა ჰიდროლოგიური პარამეტრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი და პრაქტიკული ამოცანების შესაბამისად კონკრეტული ჰიდროლოგიური პროცესისა და ობიექტების მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. კურსადმთავრებულს გააჩნია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების, მათ შორის კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი. შეუძლია ძირითადი ჰიდროლოგიური პარამეტრების გაანგარიშება და მოდელირება. კურსდამთავრებული ფლობს წყლის რესურსებზე ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის ფორმებსა და მასშტაბების შეფასების უნარს და იცის შავ ზღვასა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე ძირთადი ჰიდროლოგიური პროცესები.
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:
სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და საგანმანათლებლო სექტორი, საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციები, წყალსამეურნეო და წყლის მართვის სამსახური, ჰიდრომეტეოროლოგიის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურები, საავიაციო და საპორტო ინფრასტრუქტურა, ნავთობტერმი-ნალები, რეკრეაციული სფერო, რეგიონული და საერთაშორისო ჰიდროლოგიური, მეტეო-როლოგიური პროგრამები, პროექტები და ორგანიზაციები. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.